რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი დათანხმდა პრეზიდენტობის კანდიდატად ნომინაციას პარტია „ერთიანი რუსეთის“ მიერ. მოსკოვში, პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას, პუტინმა დელეგატებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში მომავალი წლის მარტში ჩატარდება. „ერთიანი რუსეთის“ ყრილობაზე გამოსვლისას, ამჟამინდელმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა პრემიერ-მინისტრ პუტინს უწოდა „ყველაზე პოპულარული, გამოცდილი და წარმატებული პოლიტიკოსი რუსეთში“. იქვე მედვედევმა რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა, ხმა მისცენ „ერთიან რუსეთს“ მოახლოებულ, 4 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებზე.
ყველაზე პოპულარული
1