Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი მიმართავს ეკონომიკურ სანქციებს სირიის წინააღმდეგ


თურქეთი აცხადებს, რომ წყვეტს ყოველგვარ ფინანსურ ურთიერთობას სირიასთან და ყინავს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობის ანგარიშებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა, აჰმეტ დავუთოღლუმ ამ სანქციების შესახებ განცხადება გააკეთა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე. „სირიის მთავრობამ დაკარგა ლეგიტიმურობა. თითოეული ტყვიით, რომელსაც სირიელ ხალხს ესვრიან და თითოეული მინარეთით, რომელსაც ბომბავენ, იზრდება განხეთქილება სირიასა და მის მხარდამჭერ ქვეყნებს შორის, როგორიც არის თურქეთი, ან არაბული ქვეყნები. სირიის მთავრობამ ხელიდან გაუშვა ყველა შანსი, ახლა გზის ბოლოს მიადგა და ემზადება საკუთარი თავისათვის ბოლოს მოსაღებად“, განაცხადა დავუთოღლუმ. მისივე თქმით, თურქულ კომპანიებს ეკრძალებათ დამასკისთვის იარაღის, ან სამხედრო აღჭურვილობის მიყიდვა, ან მიწოდება. სირიასთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება მოქმედებას წყვეტს, სანამ მუშაობას შეუდგებოდეს „კანონიერი“ ხელისუფლება. თურქეთის ეს ნაბიჯი მოჰყვა არაბული ლიგის გადაწყვეტილებას სირიის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე.
XS
SM
MD
LG