Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა პაკისტანელი სამხედროების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სამძიმრით მიმართა პაკისტანელ კოლეგას ნატოს საავიაციო იერიშის შედეგად 24 პაკისტანელი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო. თეთრი სახლის ინფორმაციით, კვირას ობამამ პრეზიდენტ ასიფ ალი ზარდარის უთხრა, რომ ჯარისკაცების „სამწუხარო“ დაღუპვა არ ყოფილა გამიზნული იერიშის შედეგი. ობამამ გაიმეორა, რომ 26 ნოემბრის ინცინდენტი „სრულად იქნება გამოძიებული“ და დასძინა, რომ ურთიერთობა პაკისტანთან ორივე სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესებშია. ნატოს საავიაციო იერიში შემდეგ, პაკისტანმა გადაწყვიტა არ მიეღო მონაწილეობა ბონის კონფერენციაში, რომელიც ავღანეთის მომავალს ეძღვნება. გარდა ამისა, პაკისტანმა გადაკეტა ნატოს ჯარების მომარაგებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე სატრანსპორტო არტერია.
XS
SM
MD
LG