Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის პარლამენტმა დაამტკიცა 2012 წლის ბიუჯეტი


საბერძნეთის პარლამენტმა დაამტკიცა 2012 წლის ბიუჯეტი, რომელიც ითვალისწინებს მომჭირნეობის მკაცრ ზომებს - ხარჯების შეკვეცას და გადასახადების გაზრდას, რათა შემცირდეს სახელმწიფოს ვალი და დაიძლიოს რეცესია. ბიუჯეტი, რომელსაც მხარი დაუჭირეს სოციალისტების, კონსერვატორებისა და ულტრამემარჯვენე ნაციონალისტების ფრაქციებმა, ოთხშაბათს დილით მოიწონა 258-მა დეპუტატმა სულ 300-ადგილიან პარლამენტში. საბერძნეთის მთავრობა ამჟამად იყენებს უცხოეთიდან მიღებულ ფინანსურ დახმარებას - მილიარდობით ევროს, რის სანაცვლოდაც დათანხმდა ევროკავშირის მოთხოვნას ბიუჯეტის შეკვეცისა და გადასახადების გაზრდის შესახებ. ევროკავშირი ცდილობს, გადაარჩინოს ევრო, რომლითაც სარგებლობენ ევროკავშირის 17 წევრ ქვეყანაში, მათ შორის საბერძნეთში.
XS
SM
MD
LG