Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოქვეყნდა სარკოზი-მერკელის წინადადება ევროს გადასარჩენად


საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რუმპეს გაუგზავნეს წერილი, რომელშიც ასახულია მათი წინადადებები საერთო ვალუტის, ევროს გადასარჩენად. ინიციატივა ითვალისწინებს, მაგალითად, სანქციების ავტომატურად ამოქმედებას მთავრობების მიმართ, რომლებიც დაუშვებენ, რომ დეფიციტმა გადააჭარბოს მთლიანი შიდა პროდუქტის 3 პროცენტს. ევროკავშირის ლიდერები პარასკევის სამიტზე განიხილავენ საფრანგეთისა და გერმანიის წინადადებებს, რომლებიც მიზნად ისახავს საბიუჯეტო დისციპლინის გაუმჯობესებას ევროზონის წევრი 17 ქვეყნის მიერ. აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, ტიმოთი გაიტნერმა დღეს, პარიზში ვიზიტისას, დადებითად შეაფასა წინსვლა, რომელსაც ევროპელები აღწევენ, გაიტნერის თქმით, ევროს გასამყარებლად.
XS
SM
MD
LG