Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში იწყება ევროკავშირის სამიტი


ბრუსელში იწყება ევროკავშირის ორდღიანი სამიტი, რომელიც მიჩნეულია გადამწყვეტი მნიშვნელობის მომენტად ვალებით გამოწვეული მწვავე პრობლემის მქონე ევროზონის გადასარჩენად. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟოზე მანუელ ბაროზუმ დღეს მარსელში ვიზიტისას გამოთქვა შემდეგი შეფასება: „სამიტი, რომელსაც დღეს საღამოს ვიწყებთ ბრიუსელში, მართლაც გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. მე რასაც მოველი სახელმწიფოებისა და მთავრობების ყველა ლიდერისაგან არის ის, რომ მოვიდნენ არა იმის სათქმელად, რისი გაკეთებაც არ შეუძლიათ, არამედ იმის სათქმელად, თუ რის გაკეთებას აპირებენ ევროპისათვის“. ბრიუსელში დღევანდელ სამიტამდე ერთი დღით ადრე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ გამოაქვეყნეს წინადადებები ევროკავშირში საერთო ფინანსური პოლიტიკის შესახებ. ისინი ამტკიცებენ, რომ ასეთი პოლიტიკა აუცილებელია საბიუჯეტო დისციპლინის განსამტკიცებლად და ვალებით გამოწვეული პრობლემების თავიდან ასაცილებლად.
XS
SM
MD
LG