Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარზაი არ ეცდება მესამე ვადითაც იყაროს კენჭი პრეზიდენტობაზე


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი არ ცდილობს, შეცვალოს ქვეყნის კონსტიტუცია და მოიპოვოს უფლება მესამე ვადით მიიღოს მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში. ამის შესახებ ავღანეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აიმან ფაიზიმ განაცხადა ფრანს პრესის სააგენტოსთან საუბარში. მანამდე უცხოეთის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურებზე დაყრდნობით, რომლის თანახმად კარზაის სურს ისარგებლოს გაურკვევლობით, რომელიც ავღანეთს 2014 წლის შემდეგ, ქვეყნიდან ნატოს ჯარების გასვლის შედეგად ემუქრება და მესამე ვადითაც დარჩეს ქვეყნის სათავეში.
XS
SM
MD
LG