Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დნესტრისპირეთის ლიდერი მოითხოვს კვირის არჩევნების ბათილად ცნობას


მოლდავეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკა დნესტრისპირეთის დე ფაქტო ლიდერი, იგორ სმირნოვი მოითხოვს რეგიონში კვირას ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ბათილად ცნობას, მასზე დაფიქსირებული მრავალრიცხოვანი დარღვევების გამო. მის საჩივარს განიხილავს ცენტრალური საარჩევნო კომისია. არჩევნების წინასწარი შედეგებით, სმირნოვს, მოპოვებული ხმების რაოდენობით, მესამე ადგილი ერგო. მას უსწრებენ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ევგენი შევჩუკი და უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ანატოლი კამინსკი. დნესტრისპირეთის საარჩევნო კომისიამ 14 დეკემბრამდე გადადო არჩევნების დამტკიცება, როგორც ამომრჩევლების, ისე კანდიდატების მრავალრიცხოვანი საჩივრების გამო. დნესტრისპირეთმა 1990-ანი წლების დასაწყისში გამოაცხადა მოლდავეთისაგან დამოუკიდებლობა. ამჟამინდელი დე ფაქტო პრეზიდენტი იგორ სმირნოვი 1990 წლიდან დგას ხელისუფლების სათავეში.
XS
SM
MD
LG