Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარეიტინგო სააგენტო „ფიტჩმა“ გაზარდა საქართველოს მაჩვენებელი


სარეიტინგო კომპანია „ფიტჩმა“ გაზარდა საქართველოს მაჩვენებელი, რომელიც იყო „B+“. ახლა ეს მაჩვენებელი გახდა „BB -“, რაც, „ფიტჩის“ განმარტებით, ასახავს საქართველოს გაუმჯობესებულ მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, მიღწევებს ეკონომიკური ზრდის მხრივ, მთავრობის პროგრესს ფისკალური დეფიციტის მოთოკვაში, ისევე როგორც ინფლაციის შემცირებასა და უცხო ვალუტის რეზერვების გაზრდას. თუმცა, სააგენტოს განცხადებით, როგორც საშინაო, ისე საგარეო ფაქტორები განაგრძობს უარყოფითი გავლენის მოხდენას საქართველოს სარეიტინგო მაჩვენებელზე. „ფიტჩი“ ამ ფაქტორებს შორის ასახელებს რუსეთთან კონფლიქტის განახლების „დაბალ რისკსა“ და შიდაპოლიტიკური საფრთხეების შესაძლო გამწვავებას 2013 წელს, როცა პრეზიდენტის პოსტიდან უნდა გადადგეს მიხეილ სააკაშვილი.
XS
SM
MD
LG