Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლანდიამ აღიარა პალესტინა


ისლანდიამ დღეს ოფიციალურად აღიარა პალესტინა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და აპირებს მასთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებას. ასეთ გადაწყვეტილებას ორი კვირის წინ მიემხრო ისლანდიის პარლამენტი. პალესტინელების საგარეო საქმეთა მინისტრი, რიად ალ-მალიკი, რომელიც რეიკიავიკს ესტუმრა ისლანდიელ კოლეგასთან შესახვედრად, მიესალმა ისლანდიის გადაწყვეტილებას, რომელსაც, მისი თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს. ისლანდია აღიარებს დამოუკიდებელ და სუვერენულ პალესტინას 1967 წლის ექვსდღიან ომამდე საზღვრებში.
XS
SM
MD
LG