Accessibility links

ირანი ავღანეთისგან მოითხოვს, შეწყდეს აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავების ოპერაციები


ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს, ირნას თქმით, ირანმა მოითხოვა ავღანეთისგან, არ მისცეს აშშ-ს საშუgლება, ირანის საჰაერო სივრცეში მოაწყოს ფრენები. ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ალი აქბარ სალეჰის თქმით, თეირანი მიმართავს ქაბულს, არ დართოს აშშ-ს ნება, გამოიყენოს ავღანეთის ტერიტორია და საჰაერო სივრცე, სადაზვერვო ოპერაციების განსახორციელებლად. ეს მოთხოვნა მოჰყვა ირანის მიერ აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავის ხელში ჩაგდებას, რომელიც, თეირანის მტკიცებით, მან აიძულა დაშვებულიყო, როცა ირანის თავზე დაფრინავდა. ვაშინგტონი აცხადებს, რომ თვითმფრინავი პრობლემის გამო დაეშვა და მოუწოდა ირანს, დაუბრუნოს საფრენი აპარატი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG