Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში 10 ადამიანი დაიღუპა შეტაკებების შედეგად


ყაზახეთის გენერალური პროკურორის, აშკატ დაულბაიევის განცხადებით, დღეს 10 ადამიანი დაიღუპა შეტაკებებში, რომლებიც ნავთობმრეწველობის ერთ-ერთ ცენტრში, ქალაქ ჟანაოზენში მოხდა სამსახურიდან დათხოვნილ მუშებსა და პოლიციელებს შორის. დაულბაიევმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „10 ადამიანი დაიღუპა მასობრივი არეულობების შედეგად“. მან უარყო, რომ უშიშროების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს საპროტესტო აქციის მონაწილეებს. დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება დღეს დაიწყო ჟანაოზენში, სადაც საპროტესტო აქციებს მართავდნენ. საწარმოში, რომელსაც სახელმწიფო ენერგოკომპანია „კაზმუნაიგაზი“ აკონტროლებს, ნახევარ წელიწადზე მეტი ხნის წინ დაიწყეს აქციები უკეთესი ხელფასებისა და სამუშაო პირობების მოთხოვნით. ზაფხულში საწარმოდან დაითხოვეს 1000-მდე მუშა, მაგრამ გამოსვლები მაინც გაგრძელდა.
XS
SM
MD
LG