"არაბული გაზაფხული", მიწისძვრა და ცუნამი იაპონიაში, პოლიტიკური ასპარეზიდან დიქტატორების წასვლა, ვაცლავ ჰაველთან გამომშვიდობება...
2011 წელი ფოტოებში
22
3 ივლისი. ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო და მისი ვაჟი ნიკოლაი სამხედრო აღლუმზე მინსკში.
23
მაშველებს ახალგაზრდები გამოჰყავთ ნორვეგიის კუნძულ უტოიაზე მდებარე ახალგაზრდული ბანაკიდან. 22 ივლისს ანდერს ბრეივიკის თავდასხმას 69 ადამიანი ემსხვერპლა. მანამდე ბრეივიკმა ბომბი ააფეთქა ოსლოს სამთავრობო შენობასთან. დაიღუპა რვა ადამიანი.
24
კვამლი სერბიისა და კოსოვოს საზღვარზე 27 ივლისს. სერბმა ექსტრემისტებმა ცეცხლი წაუკიდეს იარინიეს სასაზღვრო გამშვებ პუნქტს მას შემდეგ, რაც კოსოვოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კვლავ დაამყარა მასზე კონტროლი.
25
21 აგვისტო. ლიბიელი მეამბოხეები ბენღაზიში ზეიმობენ მას მერე, რაც დააპატიმრეს მუამარ კადაფის ვაჟი საიფ ალ-ისლამ კადაფი და ტრიპოლი ნაწილობრივ ჩაუვარდათ ხელში ოპოზიციის მებრძოლებს.
26
"სინათლის მემორიალი" მანჰეტენის ცას ანათებს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების მე-10 წლისთავზე.
27
ჩინელი სტუდენტები კალიფორნიის ქალაქ კუპერტინოში პატივს მიაგებენ კომპანია Apple-ის დამაარსებელსა და ხელმძღვანელს, სტივ ჯობსს, რომელიც კიბოთი გარდაიცვალა 5 ოქტომბერს.
28
11 ოქტომბერი. უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო და მისი ქალიშვილი ევგენია კიევის სასამართლოს სხდომაზე. ტიმოშენკოს შვიდი წლით პატიმრობა მიესაჯა სამსახურებრივი უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენების ბრალდებით.
29
მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეოს ამ კადრზე აღბეჭდილია ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი, როცა ის მეამბოხეებმა ჩაიგდეს ხელთ ქალაქ სირთში 20 ოქტომბერს. შეპყრობიდან ცოტა ხნის შემდეგ ის ცეცლსასროლი იარაღით მოკლეს.
30
25 ოქტომბერი. თურქეთის ქალაქ ერჯიშში მაშველთა ჯგუფს ნანგრევებიდან ამოჰყავს 14 დღის ჩვილი. მანამდე 46 საათით ადრე სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა.
31
25 ოქტომბერი. დემონსტრანტი და პოლიციელები "დაიკავე ოკლენდის" საპროტესტო გამოსვლებისას. ეს იყო ნაწილი მოძრაობისა "დაიკავე უოლ სტრიტი," რომელიც მიმართული იყო კორპორაციების ბატონობის წინააღმდეგ.