Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ვიცე-პრეზიდენტი ტერორიზმში ბრალდებას უარყოფს


ერაყის ვიცე-პრეზიდენტი, ტარეყ ალ-ჰაშემი - ქვეყანაში ყველაზე მაღალი რანგის სუნიტი პოლიტიკოსი - უარყოფს ბრალდებას, რომ მან მთავრობის ოფიციალურ პირებზე თავდასხმისთვის ბანდები დაიქირავა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორშაბათს განაცხადა, რომ გაცემულია ალ-ჰაშემის დაპატიმრების ორდერი ტერორიზმში ეჭვმიტანილობის საფუძველზე. მთავრობის განცხადებით, ამას წინ უძღვოდა ტერორისტების აღიარება, რომლებიც, როგორც ცხადდება, ალ-ჰაშემისთან იყვნენ კავშირში. ვიცე-პრეზიდენტს ქვეყნის დატოვებაც აეკრძალა. ალ-ჰაშემი ამჟამად ერაყის ჩრდილოეთში, ნახევრადავტონომიურ, ქურთულ რეგიონში იმყოფება. ის აცხადებს, რომ ერაყის წინააღმდეგ არანაირი „ცოდვა“ არ ჩაუდენია - და მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს „შეთითხნილს“ უწოდებს.
XS
SM
MD
LG