Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტი მიემხრო ავღანეთში კონტინგენტის გაზრდას


საქართველოს პარლამენტმა დღეს მხარი დაუჭირა ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის გაზრდას - კიდევ ერთი ბატალიონის გაგზავნას ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად. შესაბამისად, საქართველოს ამჟამად 936-კაციან კონტინგენტს დაემატება კიდევ 749 სამხედრო მოსამსახურე, რის შედეგადაც საქართველოს ეყოლება ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი სამხედრო წამრომადგენლობა ავღანეთში. დამატებითი ბატალიონის გაგზავნას საქართველოს პარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე მიემხრო, სააგენტო "ასოშიეიტიდ პრესის" ინფორმაციით, 103 დეპუტატი, წინააღმდეგი იყო ერთი.
XS
SM
MD
LG