Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ახალი თავმჯდომარე აირჩია


რუსეთში ახალი მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს პირველ სხდომაზე აირჩიეს სათათბიროს თავმჯდომარე - პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის მოკავშირე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, სერგეი ნარიშკინი. მას მიემხრო 238 დეპუტატი. 4 დეკემბრის არჩევნების შედეგად, პუტინის პარტია „ერთიან რუსეთს“ ერგო 238ი მანდატი სულ 450-თადგილიან სახელმწიფო სათათბიროში. ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა და მოითხოვს განმეორებით კენჭისყრას. 24 დეკემბრისთვის რუსეთში იგეგმება მორიგი დემონსტრაციები და უკვე ცნობილია, რომ სოციალურ ქსელ „ფეისბუკზე“ 30 000-მდე ადამიანმა გამოთქვა აქციებში მონაწილეობისათვის მზადყოფნა.
XS
SM
MD
LG