Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ელჩი გაეროში ირანის მიმართ სანქციების სრულ გატარებას ითხოვს


აშშ-ის წარმომადგენელმა გაეროში, მოწოდება გამოთქვა, ირანის მიმართ დაწესებული სანქციები სრულად იქნეს გატარებული, რათა შეყოვნდეს თეირანის ბირთვული პროგრამა. ოთხშაბათს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, სიუზენ რაისმა განაცხადა, რომ ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მიერ ნოემბერში გამოქვეყნებული ანგარიში მცირე ეჭვს იწვევს იმაზე, რომ ირანის ბირთვული პროგრამა მხოლოდ სამშვიდობო მიზნებს ემსახურება.
XS
SM
MD
LG