Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ „ალ ყაიდის“ დამფინანსებლის მიკვლევისთვის 10 მილიონიან ჯილდოს აწესებს


აშშ-მა გამოაცხადა, რომ დააწესა ჯილდო ათი მილიონი დოლარის ოდენობით მისთვის, ვინც მას ირანში მცხოვრები იასინ ალ-სურის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. ალ-სურის ბრალად სდებენ ალ-ყაიდის შუამავლობასა და მის დაფინანსებაში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატიური უსაფრთხოების ბიუროს საფრთხის გამოძიების და ანალიტიკის განყოფილების დირექტორის მოადგილის, რობერტ ჰარტინგის თქმით, ალ-სური ალ ყაიდის ტერორისტული ქსელისთვის ფულის შეგროვების საქმეში ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა, რომელიც საფრთხეს უქმნის აშშ-ის ინტერესებს.
XS
SM
MD
LG