Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სურკოვი პუტინის მოადგილედ ინიშნება


დმიტრი მედვედევისა (მარცხნივ) და ვლადისლავ სურკოვის შეხვედრა გორკიში
დმიტრი მედვედევისა (მარცხნივ) და ვლადისლავ სურკოვის შეხვედრა გორკიში
რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა კრემლის ერთ-ერთი გავლენიანი მაღალჩინოსანი პრემიერ-მინისტრის მოადგილედ დანიშნა ქვეყნის მოდერნიზების დარგში. ვლადისლავ სურკოვი, რომელიც კრემლის ადმინისტრაციის უფროსის პირველ მოადგილედ მუშაობდა, რუსეთის მკაცრად ცენტრალიზებული პოლიტიკური სისტემის ერთ-ერთ არქიტექტორად ითვლება. რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას დმიტრი მედვედევმა აღნიშნა, რომ სურკოვი მთავრობაში ეკონომიკის მოდერნიზაციის პროექტების შემუშავებისთვის იქნება პასუხისმგებელი. სურკოვი, რომელმაც კრემლის ადმინისტრაციაში მუშაობა პრეზიდენტ ბორის ელცინის დროს დაიწყო, ლიბერალურ წრეებში სხვაგვარად მოაზროვნეთა დევნით არის ცნობილი.
XS
SM
MD
LG