Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის დედაქალაქში შეტაკებები მოხდა, დაიხოცა 11 ადამიანი


სირიის დედაქალაქ დამასკოდან იუწყებიან, რომ შეტაკებები მოხდა მთავრობის უშიშროების ძალებსა და საპროტესტო გამოსვლის მონაწილეებს შორის. აქტივისტების თანახმად, არმიამ ცეცხლი გაუხსნა დემონსტრაციების მონაწილეებს. დაიხოცა 11 ადამიანი. ამ დროს სირიას სტუმრობს არაბული ლიგის სამეთვალყურეო ჯგუფი, რომლის მიზანია იხილოს, ასრულებს თუ არა მთავრობა დაპირებას, რომ შეწყვეტს გამოსვლების სისხლში ჩახშობას.
სირიის ოპოზიციის აქტივისტები მოწოდებით გამოვიდნენ, მოწყობილიყო საპროტესტო აქციები პარასკევის ლოცვის შემდეგ. პარასკეობით მოწყობილი დემონსტრაციები უმთავრესი იყო არაბულ ქვეყნებში, სადაც ვითარება შეიცვალა სახალხო გამოსვლების შემწეობით. ხუთშაბათს აქტივისტების ინფორმაციით, მთავრობის უშიშროების ძალების მიერ 40 ადამიანი იქნა მოკლული. აქტივისტები ეჭვით უყურებენ მეთვალყურეთა მისიას. გაეროს ვარაუდით, მარტის შემდეგ სირიაში 5000 ადამიანი დაიხოცა პროტესტების დროს.
XS
SM
MD
LG