Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ მიესალმა ისრაელსა და პალესტინელებს შორის შეხვედრას


აშშ მიესალმა შეხვედრას, რომელიც ისრაელისა და პალესტინელების წარმომადგენლებს შორის გაიმართება. ეს პირველი ასეთი შეხვდრაა ერთი წლის მანძილზე. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა მოუწოდა მხარეებს, იმოქმედონ „თამამად და გადაჭრით“, რათა მიაღწიონ წინსვლას რეგიონში მშვიდობის დამყარებისთვის. მოლაპარაკება ისრაელ პროკურორს, იცჰაკ მოლხოსა და პალესტინელთა წარმომადგენელ საედ ერეკატს შორის არაოფიციალური იქნება და სამშაბათს გაიმართება საერთაშორისო შუამავლების შეხვედრის ჩარჩოებში. საშუამავლო ჯგუფი, რომელსაც „ახლო აღმოსავლეთის კვარტეტი“ ჰქვია, იორდანიის დედაქალაქ ამანში იკრიბება. ისრაელსა და პალესტინელებს შორის მოლაპარაკება 2010 წლის სექტემბერში შეწყდა, როცა პალესტინელთა თვითმმართველობამ გამოაცხადა, რომ არ მიიღებს შეხვედრაში მონაწილეობას, სანამ ისრაელი არ შეწყვეტს სახლების მშენებლობას პალესტინელთა ტერიტორიებზე, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და აღმოსავლეთ იერუსალიმში. ისრაელის მხარეს მოლაპარაკება ყოველგვარი წინაპირობების გარეშე სურს.
XS
SM
MD
LG