Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2011 წლის საუკეთესო სპორტსმენი საქართველოში მამუკა გორგოძეა


საქართველოს მედიის 31 წარმომადგენელი მონაწილეობდა სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის საახალწლო რეფერენდუმში, რომელმაც გამოავლინა საქართველოს 2011 წლის 10 საუკეთესო სპორტსმენი და საუკეთესო გუნდი. საქართველოს 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენი გახდა საქართველოს ნაკრებისა და საფრანგეთის "მონპელიეს" მორაგბე მამუკა გორგოძე . საუკეთესოთა ათეულში მეორე ადგილი ერგო საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მოთამაშე ვიქტორ სანიკიძეს. 191 ქულა მოაგროვა და მესამე ადგილზე გავიდა მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა - მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი და ევროპის ზამთრის გუნდურ ჩემპიონატში გამარჯვებული. წლის საუკეთესო გუნდად აღიარეს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები, რომელმაც 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის ჯგუფური ეტაპი გადალახა და კონტინენტის 12 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.
XS
SM
MD
LG