Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ყოფილ პრემიერ-მინისტრს კორუპციაში ადანაშაულებენ


ისრაელიდან გავრცელდა ცნობები, რომ ამ ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრ იეჰუდ ოლმერტს ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ, როცა ის იერუსალიმის მერის თანამდებობაზე იყო, 2006 წელს, სანამ პრემიერ-მინისტრი გახდებოდა. ოლმერტი ყოველგვარ ბრალდებას უარყოფს. ის ადრეც იყო ეჭვმიტანილი კორუპციულ ქმედებებში, მაგრამ მისთვის განაჩენი არასოდეს გამოუტანიათ, თუმცა ბრალდებებმა ის აიძულა პრემიერის პოსტი დაეტოვებინა.
XS
SM
MD
LG