Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაიროში არაბული ლიგის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები თათბირობენ


არაბული ლიგის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს კაიროში მართავენ შეხვედრას. შეხვედრის მიზანია, შეაფასოს სირიაში ორგანიზაციის მეთვალყურეთა მისიის მუშაობა. კრიტიკოსთა თანახმად, მისიამ, რომელიც 26 დეკემბერს შეუდგა მუშაობას, ვერ მიაღწია სირიის ხელისუფლების მხრიდან დემონსტრანტების მიმართ ძალადობის შეწყვეტას. სირიის ოპოზიციამ არაბულ ლიგას მოუწოდა, აღიაროს, რომ მისია უშედეგო აღმოჩნდა და მოითხოვა, რომ სირიის საკითხი გაეროს გადაეცეს. მაგრამ, როგორც იტყობინებიან, კაიროს შეხვედრაზე არ არის დაგეგმილი სირიიდან მეთვაყურეთა გამოხმობა. ამასობაში იტყობინებიან, რომ დღეს პროვინცია დერააში დეზერტირებთან შეტაკებებში არმიის 11 ჯარისკაცი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG