Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი აკრიტიკებს აშშ-ის თავდაცვის ახალ სტრატეგიას


ჩინეთმა დღეს გააკრიტიკა აშშ-ის თავდაცვის ახალი სტრატეგია, რომლითაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხუთშაბათს წარმოადგინა ეს გეგმა. სტრატეგია ითვალისწინებს შეერთებული შტატების სამხედრო პოზიციის გაძლიერებას, პირველ რიგში, სწორედ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ შეერთებულ შტატებს მოუწოდა, ფრთხილად შეარჩიოს „სიტყვები და მოქმედებები“. სამინისტროს განცხადებით, პეკინი გულდასმით დააკვირდება იმას, თუ რა შედეგებს მოიტანს შეერთებული შტატების თავდაცვის სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს უფრო აქტიურად რეაგირებას ჩინეთის აღმასვლაზე.
XS
SM
MD
LG