Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აფეთქებამ, სულ ცოტა, 30 ადამიანი შეიწირა


პაკისტანში ავტობუსის გაჩერებასთან მოეწყო აფეთქება, რომლის შედეგადაც დაიღუპა, სულ ცოტა, 30 ადამიანი - თალიბანის მოწინააღმდეგე შეიარაღებული პირები. ისინი იმყოფებოდნენ ავტომაქანებში, რომლებსაც ადგილობრივი შეიარაღებული შენაერთები იყენებენ ხიბერის რეგიონში. ხიბერი მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში. ცნობების თანახმად, აფეთქების შედეგად დაიჭრა 25-ზე მეტი ადამიანი.
XS
SM
MD
LG