Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ი თანხის დაზოგვის გამო შეამცირებს სამხედრო ქვედანაყოფებს ევროპაში


სამხედრო ხარჯების შემცირების პროგრამის ფარგლებში, პენტაგონი ევროპიდან ორ სამხედრო ბრიგადას გაიყვანს. თავდაცვის ახალი სტრატეგიის თანახმად, აშშ-ი თავდაცვის ბიუჯეტის შემცირებით ქვეყანა 10 წლის განმავლობაში 487 მილიარდ დოლარს დაზოგავს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლიონ პანეტას თქმით, ორი ბრიგადა, რომლებიც ევროპას დატოვებენ, როტაციის გზით გაგზავნილი ქვედანაყოფებით ჩანაცვლდება. საუბარია დაახლოებით 7000 ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის ევროპის კონტინენტიდან გაყვანაზე. ამ დროისათვის ევროპაში აშშ-ის ოთხი ბრიგადაა განლაგებული - სამი გერმანიაში და ერთი იტალიაში. ლიონ პანეტას თქმით, შემცირების მიუხედავად აშშ-ი რეგიონში მძლავრ სამხედრო ძალას შეინარჩუნებს.
XS
SM
MD
LG