Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში ალ ყაიდის მეამბოხეებმა ხელთ იგდეს ქალაქი რადა


სააგენტო „როიტერსის“ თანახმად ალ ყაიდის რამდენიმე ათეულმა მებრძოლმა ხელ იგდო იემენის დედაქალაქ სანაადან 170 კილომეტრის მანძილზე დაშორებული მცირე ქალაქი. ცნობას პოლიციის ანონიმური წყარო და თვითმხილველებიც ადასტურებენ. მათი თქმით მეამბოხეები წუხელ შეიჭრნენ ქალაქ რადაში და პოლიციის უმნიშვნელო წინააღმდეგობის შემდეგ, ხელთ იგდეს უძველესი ციტადელი და მეჩეთი. ქალაქ რადაზე კონტროლის დაწესება, ზრდის მეამბოხეთა გავლენას აბიანის პროვინციაზე, სადაც ალ ყაიდის მებრძოლებმა რამდენიმე ქალაქი უკვე იგდეს ხელთ პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის წინააღმდეგ დაწყებული გამოსვლებისა და ძალაუფლების გადაცემით შექმნილი ვაკუუმის ფონზე. ქალაქ რადას მცხოვრებლების თქმით, ქალაქში გამაგრებულ ალ ყაიდის ჯგუფს ხელმძღვანელობს თარექ ალ დაჰაბი, რომელიც საჰაერო იერიშის შედეგად გასულ წელს მოკლული ალ ყაიდასთან კავშირში ეჭვმიტანილი მუსლიმანი სასულიერო პირის ძმაა.
XS
SM
MD
LG