Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბულში გამოიტანენ განაჩენს სომეხი ჟურნალისტის მკვლელობის საქმეზე


სტამბულში სასამართლო დღეს გამოიტანს განაჩენს ეთნიკურად სომეხი ჟურნალისტის, ჰრანტ დინკის მკვლელობის საქმეზე. სასამართლოს გადაწყვეტილება შეეხება მკვლელობასთან კავშირში ბრალდებულ 18 პირს. ჰრანტ დინკი 2007 წელს მოკლეს ორენოვან, თურქულ-სომხურ გაზეთ „აგოსის“ რედაქციის შენობასთან. დინკი ამ გაზეთის რედაქტორი იყო. ის გასამართლებული იყო შეხედულების გამოთქმის გამო, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს თურქეთში სომეხთა გენოციდი მოხდა. დინკის მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს 17 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 23 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს. მაგრამ სასამართლო პროცესს მწვავე კრიტიკა მოჰყვა როგორც თურქეთში, ისე საზღვარგარეთ. დღეს სასამართლოს დარბაზს, სადაც დინკის მკვლელობის საქმეზე მსჯელობენ, შეიკრიბა ათობით უფლებადამცველი, ინტელექტუალი და პოლიტიკოსი. ისინი სასამართლოს მოუწოდებენ, დაუსჯელი არ დატოვოს ოფიციალური პირები, რომლებიც, ზოგის ვარაუდით, დგანან მკვლელობის უკან.
XS
SM
MD
LG