Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინს ეჭვი ეპარება, რომ ოპოზიციას მართლაც სურს დიალოგი


რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ის მზადაა რუსეთში ოპოზიციურ ძალებთან დიალოგისათვის, მაგრამ ეჭვი ეპარება, რომ ოპოზიციის ლიდერებს მართლაც სურთ მასთან მოლაპარაკება. პუტინმა ამ საკითხზე ისაუბრა რუსეთის საინფორმაციო საშუალებების რედაქტორებთან შეხვედრაზე, რომელიც დღეს გაიმართა მის რეზიდენციაში მოსკოვის მახლობლად. პუტინის თქმით, ოპოზიციის ლიდერები "ამბობენ „გვინდა დისკუსია, ხელისუფლება კი არ გვისმენსო“. ჩვენ ისინი მოვიწვიეთ, მაგრამ არ მოდიან! მე მებადება შეკითხვა: რა უნდათ? უნდათ უბრალოდ თქვან, რომ „არ არის დისკუსია?“ თუ არ უნდათ დისკუსიაში შემოსვლა?“
ჟურნალისტებთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა რადიო „ეხო მოსკვი“, რომელიც კრიტიკულად აფასებს კრემლის პოლიტიკას, დაადანაშაულა მის (პუტინის) შეურაცხყოფაში და უცხო ქვეყნების ინტერესებით მოქმედებაში. პუტინს, რომელიც 12 წელია, დგას ხელისუფლების სათავეში, ბოლოხანს სულ უფრო მკაცრი კრიტიკის მოსმენა უწევს. ამასთან, მას წამოყენებული აქვს საკუთარი კანდიდატერა საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც წელს, მარტში გაიმართება.
XS
SM
MD
LG