Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთის პარლამენტმა აირჩია სპიკერი


ყაზახეთის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერად ერთხმად აირჩიეს პრეზიდენტის მხარდამჭერი პარტიის - ”ნურ ოტანის” თავმჯდომარე ნურლან ნიგმატულინი. სხვა კანდიდატურა სპიკერის თანამდებობაზე წარდგენილი არ ყოფილა. ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე დეპუტატებმა ნდობა გამოუცხადეს მოქმედ მთავრობას და პრემიერ-მინისტრის პოსტზე დატოვეს კარიმ მასიმოვი. 15 იანვარს ყაზახეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, პარლამენტში სამი პარტია მოხვდა: 83 მანდატი ”ნურ ოტანმა” მოიპოვა, პარტია ”აკ ჟოლმა” - 8, კომუნისტურმა სახალხო პარტიამ კი - 7. ევროპელმა მეთვალყურეებმა ყაზახეთში ჩატარებული არჩევნები დემოკრატიული მოთხოვნებისადმი შეუსაბამოდ შეაფასეს.
XS
SM
MD
LG