Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი განიხილავს დამასკში აშშ-ის საელჩოს დახურვის საკითხს


შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ვაშინგტონი განიხილავს დამასკში თავისი საელჩოს დახურვის საკითხს. მიზეზად ასახელებენ სირიის დედაქალაქში უსაფრთხოების გაუარესებას. შეერთებული შტატების მხრიდან ეს მუქარა გამოითქვა მას მერე, რაც თეთრმა სახლმა გამოთქვა მოსაზრება, რომ პრეზიდენტი ბაშარ ასადი სრულად ვეღარ აკონტროლებს ქვეყანას. პარასკევს სირიაში სულ ცოტა ექვსი ადამიანი იქნა მოკლული. არაბული ლიგის ქვეყნები თათბირობენ იმაზე, დატოვონ თუ არა სირიაში თავიანთი მეთვალყურეები მიუხედავად იმისა, რომ მათ ვერ შეძლეს სისხლისღვრის შეჩერება. სირიის მთელ რიგ ქალაქებში განლაგებულია უშიშროების ძალები, რათა ხელი შეუშალონ ასადის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების ჩატარებას. დამასკში პრეზიდენტის ათობით მხარდამჭერმა გამართა დემონსტრაცია.
XS
SM
MD
LG