Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიტ რომნიმ და ნიუტ გინგრიჩმა აშშ-ში იმიგრაციის საკითხზე იკამათეს


აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები მიტ რომნი და ნიუტ გინგრიჩი, რომლებიც იბრძვიან წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე ნომინირებისთვის, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ იმიგრაციის შესახებ ცხარე დისკუსიაში, ფლორიდის შტატში პრაიმერის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე. იმიგრაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხად ითვლება ფლორიდაში, სადაც მრავალი ესპანურენოვანი იმიგრანტი ცხოვრობს. ფლორიდის შტატ ჯეკსონვილში გამართული დისკუსიის დროს მიტ რომნიმ, რომელიც მასაჩუსეტსის ყოფილი გუბერნატორია და, საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვების შედეგებით, ლიდერობს პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატად ნომინაციისთვის მებრძოლ კანდიდატებს შორის, აღშფოთება გამოთქვა, როცა მისმა კონკურენტმა, წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა, ნიუტ გინგრიჩმა მოიხსენია ამერიკაში ახალი იმიგრაციის აქტიურ მოწინააღმდეგედ. რომნის თქმით, მამამისი მექსიკაში დაიბადა და თვით რომნი, როგორც იმიგრანტის შვილი, ვერ იქნება იმიგრანტების წინააღმდეგი, თუმცა აპირებს, ისევე როგორც გინგრიჩი, შეერთებულ შტატებში უკანონო იმიგრაციასთან ბრძოლას და ქვეყანაში ამჟამად მყოფი მილიონობით უკანონო იმიგრანტის ნაწილის დეპორტაციას. საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკური პარტიის ნომინანტობისათვის ბრძოლას განაგძრობს კიდევ ორი კანდიდატი, თუმცა, ბევრის შეფასებით, ნომინირების რეალური შანსი მხოლოდ რომნისა და გინგრიჩს აქვთ.
XS
SM
MD
LG