Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მოითხოვს საბერძნეთში რეფორმების დაჩქარებას


საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) საბერძნეთში სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმების დაჩქარებას მოითხოვს. ამის შესახებ საბერძნეთის გაზეთ ”კატიმერინის” სსფ-ს ინსპექტორთა ჯგუფის ხელმძღვანელმა პოლ ტომსენმა განუცხადა. ტომსენის თქმით, საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების გასაგრძელებლად ევროკავშირსა და სსფ-ს სჭირდებათ გარანტიები, რომ, საბერძნეთში გაზაფხულზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიუხედავად, ქვეყნის ახალი მთავრობა რეფორმების პოლიტიკის ერთგული დარჩება. აუცილებელ ნაბიჯებს შორის სსფ-ს წარმომადგენელმა დაასახელა - მინიმალური ხელფასის დონის დაწევა და შვებულების ხელფასის შემცირება, მათ შორის - კერძო სექტორში. საბერძნეთის მოსახელობაში სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს ხელისუფლების მიერ გატარებული მკაცრი რეფორმები.
XS
SM
MD
LG