Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის რეგიონში რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის დაარსებიდან მესამე წლისთავი აღინიშნა


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მდებარე რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის პირადმა შემადგენლობამ ბაზის დაარსებიდან მესამე წლისთავი აღნიშნა. სააგენტო რესის ცნობით, პირად შემადგენლობას მიმართა სამხედრო ბაზის მეთაურმა, გენერალმა შუშუკინმა, რომლის განცხადებით, რუსეთის სამხედროები კვლავ ღირსეულად დაიცავენ რუსეთის სამხრეთ საზღვარს და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. ცხინვალის ბაზაზე დღეს იმყოფებოდა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ვადიმ ბროვცევი, რომელმაც რუსეთის სამხედროებს არა მხოლოდ ოსი ხალხის, არამედ მთელი კავკასიის მშვიდობის გარანტი უწოდა.
XS
SM
MD
LG