Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი მისასალმებლად მიიჩნევს საზოგადოების პროტესტს


რუსეთის პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტობის კანდიდატი ვლადიმირ პუტინი დადებითად აფასებს ბოლოდროინდელ საპროტესტო აქციებს, როგორც ნიშანს იმისა, რომ ხალხი „გულგრილი არ არის“. არჩევნების მეთვალყურეთა ჯგუფთან მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე, პუტინმა აღნიშნა აგრეთვე, რომ საპრეზიდენტო არჩევნებმა შესაძლოა, პირველივე ტურით ვერ გაარკვიოს გამარჯვებულის ვინაობა. თუმცა, არჩევნების მეორე ტურის შემთხვევაში, პუტინის აზრით, ქვეყანას "პოლიტიკური დესტაბილიზაციის“ საფრთხე ემუქრება. რუსეთში დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებს მოსკოვსა და ბევრ სხვა ქალაქში მოჰყვა საპროტესტო აქციები კენჭისყრის გაყალბების ბრალდებით. 4 თებერვლისთვის იგეგმება მომდევნო მასშტაბური აქციები. 4 მარტს კი გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები, რომელში პუტინის გამარჯვებაც, პრაქტიკულად, ეჭვს არ იწვევს.
XS
SM
MD
LG