Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინტონი ევროპას მოუწოდებს აშშ-თან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისაკენ


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი შაბათს გამოვიდა მოწოდებით, გაუმჯობესდეს შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის თანამშრომლობა გლობალური ეკონომიკური კრიზისის დაძლევისა და არაბულ ქვეყნებში დემოკრატიზაციის ხელშეწყობის საქმეებში. კლინტონმა მიუნხენში მიმდინარე უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ევროპა და აშშ "მხარდამხარ" უნდა იდგნენ ტირანიასთან ბრძოლაში ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის სირია. ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი, კლინტონმა დაადანაშაულა სისასტიკეში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. მიმომხილველები კლინტონის გამოსვლას მიაკუთვნებენ შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მცდელობას, გაააქტიუროს ევროპასთან თანამშრომლობა აშშ-ის ბიუჯეტის შემცირების, ერაყიდან და ავღანეთიდან ჯარების გაყვანისა და აზიისაკენ მზარდი ყურადღების მიუხედავად.
XS
SM
MD
LG