Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიუზან რაისი: „საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა დაიცვას სირიელი ხალხი"


სიუზან რაისი
სიუზან რაისი
რუსეთი კრიტიკით პასუხობს მისი მოქმედების დაგმობას ვეტოს გამო, რომელიც მან გაეროს უშიშროების საბჭოში გამოიყენა სირიის შესახებ რეზოლუციის დასაბლოკად.

რუსეთი ვეტოზე პასუხისმგებლობას აკისრებს რეზოლუციის პროექტის ავტორებს, რახან მათ უარი თქვეს მოსკოვის პოზიციის გათვალისწინებაზე. რუსეთთან ერთად აკრიტიკებენ ჩინეთსაც, რომელმაც ასევე გამოიყენა ვეტო რეზოლუციის დასაბლოკად.

უშიშროების საბჭოს დანარჩენმა 13-ვე წევრმა მხარი დაუჭირა არაბთა ლიგის მიერ შეთავაზებულ პროექტს, რომელიც შეიცავს მოწოდებას სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადადგომისაკენ.

გაეროში შეერთებული შტატების ელჩმა, სიუზან რაისმა რუსეთი და ჩინეთი დაადანაშაულა სირიელი ხალხის ინტერესების საზიანოდ ბაშარ ალ-ასადის მფარველობაში.

„საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა დაიცვას სირიელი ხალხი ამ ამაზრზენი სისასტიკისაგან, მაგრამ უშიშროების საბჭოს ორი წევრი კვლავაც არ ამბობს უარს თავის მზადყოფნაზე, გაყიდოს სირიელი ხალხი და დაიცვას ეს მშიშარა ტირანი“, - განაცხადა გაეროში შეერთებული შტატების ელჩმა. ხოლო გაეროში რუსეთის ელჩის, ვიტალი ჩურკინის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობის ზოგი წევრი ძირს უთხრის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმსა და მის ოპონენტებს შორის შერიგების ყოველგვარ შანსს.
XS
SM
MD
LG