Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყინვის და დიდთოვლობის გამო საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდება


ყინვის და დიდთოვლობის გამო საქართველოს საჯარო სკოლებში 9-დან 13 თებერვლამდე სასწავლო პროცესი შეწყდება. შესაბამის განკარგულებას ხელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მოაწერა. ამავე მიზეზით, 9 და 10 თებერვალს მუშაობას შეწყვეტენ თბილისის საბავშვო ბაღები. ყინვისა და დიდთოვლობის გამო განსაკუთრებით რთული ვითარებაა სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში, სადაც ათობით სოფელი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. ყინვამ და თოვამ პრობლემები შექმნა თბილისშიც, სადაც გართულებულია ავტოტრანსპორტის გადაადგილება. თბილისის ზღვის გარდა, გაყინულია ლისის და კუს ტბები, მცხეთასთან კი, მდინარე მტკვარი. დედაქალაქში საგანგებო რეჟიმით მუშაობენ დასუფთავების, საგანგებო სიტუაციებისა და სამედიცინო დახმარების სამსახურები. საგანგებო რეჟიმით მუშაობენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაც. უამინდობას ჯერჯერობით არ შეუფერხებია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მუშაობა. სინოპტიკოსების პროგნოზით, ამინდი კიდევ უფრო გაუარესდება საქართველოს მაღალმთიან რაიონებში, სადაც ქარბუქია მოსალოდნელი. გარემოს დაცვის სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, უახლოესი 3 დღის განმავლობაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ითოვებს. ამასთან, უახლოეს დღეებში ყინვა გაძლიერდება და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის ტემპერატურა ღამით მინუს 9-12 გრადუსს მიაღწევს, დასავლეთ საქართველოში კი- მინუს 6 გრადუსს.
XS
SM
MD
LG