Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი მზად არის ბირთვულ პროგრამაზე მოსალაპარაკებლად


ირანი აცხადებს, რომ მზად არის თავისი ბირთვული პროგრამის გარშემო მოალაპარაკება გააგრძელოს. ბირთვულ სფერეოში მოლაპარაკებებზე ამ ქვეყნის წარმომადგენელმა, საიდ ჯალილმა ეს წინადადება დასავლეთის ქვეყნებს შესთავაზა წერილში, რომელიც გაეგზავნა ევროკაშირის საგარეოპოლიტიკურ ხელმძღვანელს, კეთრინ ეშტონს. წერილი14 თებერვლითაა დათარიღებული. ეშტონმა ოქტომბერში გამოაცხადა, რომ დასავლეთი მოელაპაკრება ირანს, თუ ის მზად იქნება. დასავლეთი ვარულობს, რომ ირანი ბირვული იარაღის შექმნს ესწრაფვის, რასაც თეირანი უარყოფს. აშშ-ის სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის დირექტორის, ჯეიმს კლეპერის დღეს სენატის კომიტეტის წინ გაკევთებული განცხადებით, ტექნიკურად შესაძლებელია, რომ ირანმა ერთ ან ორ წელიწადში ატომური ბომბი იქონიოს, მაგრამ პრაქტიკულად ძნელად სავარაუდო.
XS
SM
MD
LG