Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოელი მაყურებელი აპროტესტებს რუსულ ფილმს აგვისტოს ომზე


კინოფილმის აფიშა
კინოფილმის აფიშა
რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე რუსული ფილმის "რვა. აგვისტო." ჩვენება ბაქოს უკვე მეორე კინოთეატრში ჩაშალეს. ამის შესახებ აზერბაიჯანულ "ვესტი.აზზე" დაყრდნობით იუწყება, ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსი“. გავრცელებული ინფორმაციით, ფილმის ჩვენებაზე ამჯერად კინოთეატრმა "აზერბაიჯანმა" თქვა უარი. კინოთეატრის წარმომადგენლების განმარტებით, ეს გადაწყვეტილება აზერბაიჯანული საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქციისა და ქართული საზოგადოების შეშფოთების გამო მიიღეს. რუსული ფილმის ჩვენებაზე, რომელიც 21 თებერვლისთვის იყო დანიშნული, რამდენიმე ხნის წინ ბაქოს კიდევ ერთმა კინოთეატრმა, Park Cinema განაცხადა უარი. აზერბაიჯანელი მაყურებლების აზრით, ფილმი "რვა. აგვისტო." ამართლებს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას, სახლებიდან ათასობით ქართველის გასახლებას და სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ჰეგემონიას ამართლებს.
XS
SM
MD
LG