Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში საერთაშორისო ძალების სარდალი ბოდიშს იხდის


ავღანეთში საერთაშორისო ძალების სარდალი ჯონ ალენი ბოდიშს უხდის ავღანეთის პრეზიდენტს, მთავრობასა და ავღანეთის ხალხს საერთაშორისო ძალების სამხედროების მიერ ისლამური რელიგიური ლიტერატურის, მათ შორის - ყურანის შეურაცხყოფის გამო. გენერალმა ჯონ ალენმა დღეს განაცხადა, რომ მან ბაგრამის საჰაერო ბაზაზე რელიგიური ლიტერატურის შეურაცხყოფის საქმეზე გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე ასეულმა ავღანელმა ბაგრამის საჰაერო ბაზასთან საპროტესტო აქცია მოაწყო მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია ბაზის ტერიტორიაზე რელიგიური წიგნები დაწვეს.
XS
SM
MD
LG