Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში აფეთქებამ შვიდი ადამიანი შეიწირა, მათ შორის სამი ბავშვი


ავღანეთში შვიდი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი დაიღუპა სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში მომხდარი აფეთქების შედეგად. ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, ინციდენტი მოხდა სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში, ნავის რაიონში. პოლიცია ატარებს გამოძიებას იმის დასადგენად, თუ როგორ მოხდა აფეთქება საცხოვრებელ უბანში. ჰელმანდის პროვინციიდან იუწყებიან აგრეთვე, რომ ექვსი სავარაუდო მეამბოხე დაიღუპა და სამი დაიჭრა, სავარაუდოდ, მათივე მოწყობილობის აფეთქების შედეგად, როცა ისინი ცდილობდნენ ავტომანქანის დანაღმვას ნავზადის რაიონში.
XS
SM
MD
LG