Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში ვლადიმირ პუტინი იმარჯვებს


რუსეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში იმარჯვებს პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი. მიცემული ხმების 80 პროცენტის დათვლის შემდეგ მას, წინასწარი მონაცემებით, მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა თითქმის 65-მა პროცენტმა. მეორე ადგილზეა კომუნისტური პარტიის ლიდერი გენადი ზიუგანოვი (17 პროცენტი), ხოლო მესამეზე - ბიზნესმენი მიხაილ პროხოროვი (7 პროცენტი). მეოთხე და მეხუთე შედეგი აქვთ, შესაბამისად, ვლადიმირ ჟირინოვსკისა და სერგეი მირონოვს. დამოუკიდებელი მეთვალყურეები საუბრობენ კენჭისყრის პროცესში აღმოჩენილ მრავალრიცხოვან დარღვევებზე. მათი მტკიცებით, აღირიცხა ე.წ. „კარუსელების“ არაერთი შემთხვევა, საარჩევნო ურნებში წინასწარ გამზადებული ბიულეტენების ჩაყრისა და საარჩევნო უბნებიდან მეთვალყურეთა უკანონო გაძევების შემთხვევები.
XS
SM
MD
LG