Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამამ ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოინახულა


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო, ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში მოინახულა - იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი. ობამა მერილენდის შტატის ქალაქ ბეთესდაში მდებარე სამხედრო სამედიცინო ცენტრს 2 მარტს ესტუმრა, სადაც ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში რეაბილიტაციის კურსს გადის. მანამდე ალექსანდრე ტუღუში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოინახულა და ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ჰელმანდის პროვინციაში ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში მსახურობდა.
XS
SM
MD
LG