პაკისტანის ოფიციალურმა უწყებებმა თერთმეტი სექტემბრის ტერაქტის დამგეგმავი პირის, ოსამა ბინ ლადენის სამ ქვრივს ქვეყანაში უკანონოდ შესვლის ბრალდება წაუყენეს. პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრის, რეჰმან მალიკის თქმით, ქალებმა - რომელთაგან, გავრცელებულ იცნობები, ორი საუდის არაბეთიდანაა, ერთი - იემენიდან - ქვეყნის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს, რათა ქალაქ აბოტაბადში, ბინ ლადენის საიდუმლო სამალავში მასთან ერთად ეცხოვრათ. ქალები, 10-მდე ბავშვთან ერთად, 2011 წლის მაისში დააკავეს - მას შემდეგ, რაც აშშ-ის ძალებმა სამალავში შეაღწიეს და ბინ ლადენი მოკლეს. როგორც იუწყებიან, მის ქვრივებს ხუთ წლამდე ემუქრებათ თავისუფლების აღკვეთა. მალიკის თქმით, ბავშვებს პაკისტანის ერთ-ერთ დაწესებულებაში უვლიან - თუმცა თუ დედები თანხმობას განაცხადებენ, ბავშვებს მისცემენ თავიანთ ქვეყნებში დაბრუნების საშუალებას.