Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის არმიიდან თურქეთში 5 ოფიცერი გაიქცა


პარასკევს სირიის სამთავრობო ჯარების 5 ოფიცერი, მათ შორის ორი გენერალი გაიქცა თურქეთში. ისინი, როგორც თურქეთის ხელისუფლება იტყობინება, საზღვარზე გადავიდნენ იმ ლტოლვილებთან ერთად, რომლებმაც ქვეყანა ბოლო ორი კვირის განმავლობაში დატოვეს. შიდა შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად, რომელიც სირიაში წელიწადია გრძელდება, თურქეთში 12 ათასი სირიელი გაიქცა. პარასკევს სირიის ოპოზიციური ნაციონალური საბჭოს ლიდერმა ბურხან გალიუნმა უარყო გაეროსა და არაბული ლიგის სპეციალური წარგზავნილის, კოფი ანანის მოწოდება ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყების თაობაზე. გალიუნმა აღნიშნა, რომ თუკი არ იქნება სამხედრო ზეწოლა სირიის ხელისუფლებასთან პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იქნება, რადგან ბაშარ ასადის რეჟიმით კვლავ აგრძელებს ძალის გამოყენებას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG