Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში 15 ადამიანი შეიწირა აფეთქებამ დაკრძალვის ცერემონიაზე


პაკისტანში 15 ადამიანი დაიღუპა აფეთქების შედეგად, რომელიც თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო დაკრძალვის ცერემონიაზე. ინციდენტი მოხდა ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ ფეშავარის გარეუბანში. დაკრძალვაზე მისულებს შორის იყო თალიბანის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსი, ხუშ დილ ხანი, მაგრამ ის არ დაშავებულა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა იკისრა პაკისტანში მოქმედი თალიბების ჯგუფმა, "თეჰრიკ-ე-თალიბანმა".
XS
SM
MD
LG