Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის იუსტიციის სახლთან გაიმართა აქცია "მე ვარ თავისუფალი მოქალაქე"


აქცია "მე ვარ თავისუფალი მოქალაქე" დღეს ბათუმის იუსტიციის სახლთან გაიმართა. აქციის მონაწილე სტუდენტებმა და ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სოლიდარობა გამოუცხადეს კონტროლის პალატაში ახსნა-განმარტებებისთვის დაბარებულ მოქალაქეებს. ბათუმამდე აქცია ”მე ვარ თავისუფალი მოქალაქე” გასულ კვირაში გაიმართა თბილისში, საქართველოს შსს-სთან, სადაც ახალგაზრდებმა პოლიციის მიერ ყველა მოქალაქის უფლებათა თანაბრად დაცვა მოითხოვეს.
XS
SM
MD
LG