Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში აფეთქება მოხდა აეროდრომზე, რომელზეც პანეტას თვითმფრინავი ეშვებოდა


პენტაგონის განცხადებით, ავტომანქანა აფეთქდა დასაფრენ ბილიკზე ჰელმანდის პროვინციაში მდებარე აეროდრომზე ზუსტად მაშინ, როცა იქ ეშვებოდა შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის, ლიონ პანეტას თვითმფრინავი. აფეთქება გამოიწვია ავარიამ მოპარული სატვირთო ავტომანქანით, რომლის საჭესაც უჯდა ავღანელი მამაკაცი - ცნობების თანახმად, აეროდრომზე დასაქმებული პირი. ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების (ISAF) განცხადებით, მძღოლს სამედიცინო დახმარებას უწევენ. ამავე წყაროს ცნობით, საფრთხე არც ერთ მომენტში არ შექმნიათ პანეტას თვითმფრინავში მყოფ პირებს. ლიონ პანეტამ ჰელმანდის პროვინციაში მყოფ სამხედრო პირებს - ნატოსა და ავღანელ ჯარისკაცებს მიმართა, რის ფონსაც ქმნის დაძაბულობა, გამოწვეული ამერიკელი ჯარისკაცის მიერ კვირას 16 ავღანელი სამოქალაქო პირის დახოცვით. დღეს ავღანეთში მოწყობილმა აფეთქებებმა შეიწირა ცხრა ადამიანი. თავდასხმები, როგორც ჩანს მიმართული იყო ავღანელების წინააღმდეგ, რომლებიც ატარებენ გამოძიებას ამერიკელი ჯარისკაცის მიერ 16 სამოქალაქო პირის მკვლელობასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG